Monday, March 31, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: თავისუფალი  მეწარმეობა




პროექტის მთავარი იდეა: განვიხილავთ, როგორ არის განვითარებული  თავისუფალი მეწარმეობა  ევროპის  ქვეყნებში და საქართველოს ეკონომიკა  ეფუძნება  თუ  არა იმავე ,,ბურჯებს,,.გავეცნობით  ადგილობრივი  საწარმოს  მუშაობას.

პროექტის აქტუალობა: პროექტი  მნიშვნელოვანია,  იმიტომ  რომ მოსწავლეები მეტ  ცოდნას  შეიძენენ  კერძო საკუთრებაზე, ფასების სისტემაზე, საბაზრო კონკურენციაზე, მეწარმეობის  უნარზე და  დემოკრატიულ მთავრობაზე,  როგორც  თავისუფალი  მეწარმეობის  ბურჯებზე.

პროექტის  მიზნები: განვიხილავთ  და  ვისწავლით, როგორ  ვითარდება  თავისუფალი მეწარმეობა, წარმოადგენენ პრეზენტაციას საქართველოს და  სხვა ქვეყნების  ეკონომიკაზე.




მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი  თვე.

მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ  პრეზენტაციას  და  მიღებულ ინფორმაციას განათავსებენ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო რესურსები; გრაფიკები, სქემები, კომპიუტერი.

პროექტის  მსვლელობა: 

მოსწავლეებს დავყოფ  ხუთ ჯგუფად. თითოეული  ჯგუფი  თავისუფალი მეწარმეობის  თითოეულ  ბურჯზე  მოაზადებს პრეზენტაციას  და  ჯგუფის  ლიდერები   წარუდგენენ  კლასს.




მოსწავლეების  ერთი  ჯგუფი  ისტორიის  მასწავლებლის  დახმარებით  ამზადებენ რეფერატს  კერძო  საკუთრებაზე.

მოსწავლეთა მეორე  ჯგუფი ინტერნეტის  საშუალებით მოიპოვებს  ინფორმაციას  სხვა  ქვეყნების  ეკონომიკაზე.  გამოაქვთ  დასკვნა; ეფუძნება თუ  არა სხვა ქვეყნების ეკონომიკა  იმავე ,,ბურჯებს,,  რომელსაც  საქართველოს  ეკონომიკა.  აგრეთვე  განმარტავენ  რამდენად მნიშვნელოვანია  დემოკრატიული  მთავრობის  როლი  თავისუფალი მეწარმეობის  განვითარებაში.




მოსწავლეთა  ერთი ჯგუფი  გაესაუბრება  ადგილობრივ   საწარმოს  ხელმღვანელს  და  წარმოადგენენ  პრეზენტაციას  რა  სიკეთე  და სირთულეები ახლავს  მეწარმის საქმიანობას.



რამდენად მნიშვნელოვანია  მეწარმეობის  უნარი წარმატებისთვის. ჯგუფის ლიდერი  საწარმოში  გადაღებულ  სურათებს  და პრეზენტაციას წარუდგენს  კლასს.
მოსწავლეთა  შემდეგი  ჯგუფი  წარმოადგენს  დახარჯული  ფულის  დიაგრამას.  აუხსნის კლასს  თუ როგორ  ბრუნავს  ფული. აგრეთვე  ისაუბრებენ  იმაზე,   თუ  როგორ  ხდება   ფასის  რეგულირება.




მოსწავლეთა  ერთი  ჯგუფი გააკეთებს  პრეზენტაციას  კონკურენციაზე. აკეთებენ  დასკვნას,  რომ  ჯანსაღი  კონკურენცია  საბაზრო  ეკონომიკის  პირობებში  აუცილებელია.  მოსწავლეების  შეფასებას  მოვახდენ  კვლევის უნარ-ჩვევებით;  დაკვირვება,  მოძიება, აღწერა,  თვალსაჩინოების  გამოყენება. ასევე  თუ  რამდენად ორგანიზებულად  მუშაობდნენ მოსწავლეები.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი; ინტეგრირებული  საგნები; ეკონომიკა,   ისტორია, გეოგრაფია,ისტ.
მოსწავლეები  იკვლევენ  და  აანალიზებენ  თავისუფალი მეწარმეობის  ხუთივე  ბურჯის  მნიშვნელობას.

პროექტის  ხელმძღვანელი [მასწავლებელი]; ნათელა ქინქლაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qinqladzenatela@gmail.com


პროექტის  ვებ- გვერდის /ბლოგი: qinqladzenatela.blogspot.com